ნადალის სენსაციური მარცხი

წარუმატებელი გამოდგა Australian Open 2023 რაფაელ ნადალისთვის. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ესპანელი ჩოგბურთელი მეორე რაუნდის მატჩში 4:6 4:6 5:7 დამარცხდა მაკენზი მაკდონალდთან და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

null

ამერიკელ ჩოგბურთელს იდეალური სტარტი გამოუვიდა – საწყის 5 გეიმში ორჯერ დააბრეიკა სახელოვანი მეტოქე და 4:1 დაწინაურდა.

“რაფამ” ძალების მობილიზება შეძლო, ერთი უკუბრეიკიც “გაახერხა”, თუმცა სეტი ვეღარ გადაარჩინა 4:6.

მეორე სეტის პირველივე გეიმში ნადალმა კიდევ ერთხელ წააგო გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე და ანგარიშში ჩამორჩა მეტოქეს. დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებულმა ჩგბურთელმა დროულად მოახერხა “გამოფხიზლება”  და მალევე წონასწორობაც აღადგინა 2:2.

პარტიის მეორე ნახევარში ესპანელმა ბარძაყის ტრავმა მიიღო და მხოლოდ მედიკოსთა დახმარებით შეძლო კორტზე დაბრუნება. მაკენზიმ შექმნილი სიტუაციით შესანიშნავად ისარგებლა – კიდევ ერთი ბრეიკი გაახერხა და მეორე სეტიც მოუგო მეტოქეს 6:4 6:4.

მესამე პარტიაში რაფაელ გაძლებაზე იყო – ითამაშებდა იქამდე, სადამდეც ფეხის ტკივილი საშუალებას მისცემდა. 5:5-ზე მაკენზიმ გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და შემდეგ მშიდად ჩააწოდა მატჩის მოსაგებად 6:4 6:4 7:5.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 1-1 გახდა.

2016 წელს რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველ წრეში წააგო, 7 წლიანი პაუზის შემდეგ ესპანელი  მეორე რაუნდში მარცხდება.

შეგახსენებთ, რომ ნადალი ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გახლდათ, მან შარშან მოპოვებული 2000 ქულიდან მხოლოდ 45 დაიცვა, მომდევნო ორშაბათიდან 1955 ქულა დააკლდება და დატოვებს რეიტინგის ტოპ 5-ს.

მაკენზი მაკდონალდი ტურნირის მესამე წრეშია, სადაც სვრცინა/ნიშიოკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *