ნადალის 36-ე ნახევარფინალი

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში 6:3 6:4 4:6 3:6 6:3 სძლია დენის შაპოვალოვს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

საწყისი 2 სეტის განმავლობაში ესპანელი დიდ უპირატესობას ფლობდა და შესაბამისად 6:3 6:4 მოიგო. მესამე პარტიიდან შაპოვალოვი რისკიანად ათამაშდა და ამ ტაქტიკურად ასეთმა მიდგომამ გაამართლა – 90 წუთში 6:4 6:3 იმარჯვა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

null

მეხუთე, გადამწყვეტი სეტის სტარტი ნადალმა ბრწყინვალედ ჩაატარა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. კანადელი ბევრს ეცადა, თუმცა მატჩის ბედი ვეღარ შემოატრიალა და 4 საათიან ბრძოლაში დამარცხდა.

რაფაელი კარიერაში 36-ედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს (42) და როჯერ ფედერერს (46) გააჩნიათ.

ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალურ სტადიაზე ნადალი მეშვიდედ გავიდა (პირველად 2019 წლის შემდეგ, 2020 და 2021 წლებში მეოთხედფინალში დამარცხდა)და ფინალში გასასვლელად ბერეტინი/მონფილსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *