ნადალი მონრეალის მასტერსს მოეხსნა

ორშაბათს, კანადის ქალაქ მონრეალში სტარტს აიღებს ATP-ის მორიგი მასტერსი. სამწუხაროდ პრესტიჟულ ტურნირზე ვერ იასპარეზებს რაფაელ ნადალი, რომელმაც ტრავმა გაიმიზეზა და თამაშზე უარი თქვა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ბოლოს უიმბლდონის გრანდ სლემის მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც მატჩი კი მოიგო, თუმცა მუცლის კუნთი დაიზიანა და მომდევნო შეხვედრა უკვე ვეღარ ჩაატარა.

null

4 დღის წინ დავიწყე ვარჯიში და თიტქოს ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა გუშინ ტკივილები დამეწყო მუცლის არეში. სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება არ გავრისკო და არ წავიდე მონრეალის მასტერსზე სათამაშოდ” – დაწერა სოციალურ ქსელში რაფაელმა.

null

კანადის მასტერსზე ასევე არ იქნება ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბი ჩოგბურთელი ისევ უარობს კოვიდ აცრის გაკეთებას, კანადის კანონმდებლობით კი, ისეთ ადამიანს არ აქვს ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, რომელიც აცრილი არ არის. ნოვაკი ანალოგიური მიზეზით ასევე გამოტოვებს ცინცინატის მასტერსს და US OPEN-ს.

მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი ალექსანდრ ზვერევი კოჭზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ აგრძელებს რეაბილიტაციის კურსს. გერმანელმა ჩოგბურთელმა როგორც მოსალოდნელი იყო ვერ მოასწრო ოპტიმალურ ფორმაში შესვლა და სწორედ ამ მიზეზით გამოაკლდა მონრეალის 1000-იანთა კატეგორიის ტურნირს.

null

დიდი დანაკლისის ფონზე Rogers Cup-ის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დამატებითი ვაილდ ქარდები გაეცათ ჩოგბურთელებზე და ასე შეევსოთ ბადე.

WILD CARD-ის მფლობელი ჩოგბურთელები:

ენდი მარეი (ტურნირის სამგზის გამარჯვებული)

დავიდ გოფენი

ვაცეკ პოსპიშილი

ალექსის გალარნო

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *