“ნადალმა და ფედერერმა შვებით ამოისუნთქეს“

რაფაელ ნადალის ბიძამ და ყოფილმა მწვრთნელმა ტონი ნადალმა კომენტარი გაუკეთა US OPEN-ის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის მარცხს დანილ მედვედევთან 4:6 4:6 4:6.

„რაფამ და ფედერერმა შვებით ამოისუნთქეს მას შემდეგ, რაც ჯოკოვიჩმა წააგო ამერიკის ღია პირველობის ფინალი.როჯერი და ნადალი 2022 წლიდან ახალი შემართებით შეუდგებიან თამაშს. ნოვაკი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია ასეთი წაგების შემდეგ, თუმცა ახალ სეზონს თავაწეული შეხვდება.

2021 წლის ბოლომდე რაფა და ფედერერი მოიშუშებენ თავიანთ ტრავმებს და „დიდი სამეული“ ისევ გაგვაკვირვებს თავისი ბრწყინვალე შედეგებით.საინტერესო იქნება მათგან პირველი რომელი მოიგებს 21-ე დიდი სლემის ტურნირს. “

null

შეგახსენებთ, რომ „დიდი სამეულის“ ყველა წევრს (ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი) კარიერაში 20-20 გრანდ სლემის ტურნირი აქვს მოგებული.

ნოვაკმა ამერიკის ღია პირველობის ფინალში წაგებით ხელიდან გაუშვა მშვენიერი შანსი ამ დავაში წინ გასულიყო და თან შეესრულებინა კალენდარული გრანდ სლემი, რაც მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში 1969 წლის შემდეგ არავის გაუკეთებია (როდ ლეივერი – 1969 წელი).

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *