ნადალმა სეზონი ნაადრევად დაასრულა

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა – რაფაელ ნადალმა 2021 წლის საჩოგბურთო სეზონი ნაადრევად დაასრულა. მიზეზი – ფეხის ტერფის ტრავმაა.

სწორედ ამ ტრავმის გამო ნადალს ფაქტობრივად აღარსად უთამაშია „როლან გაროსის“ შემდეგ. ესპანელმა სცადა ATP TOUR-ზე დაბრუნება, თუმცა ვაშინგტონის ტურნირზე ტრავმა გაიმიზეზა და ისევ სამკურნალო გახდა.

null

„უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაშ ტერფი ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. რჩევა ვკითხე ჩემს მწვრთნელთა ჯგუფის წევრებს, ოჯახს და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესია ბოლომდე გამოვჯანმრთელდე და მხოლოდ ამის შემდეგ დავუბრუნდე ჩოგბურთს.

2021 წელს მე უკვე მომიწია „უიმბლდონის“ და ოლიმპიური თამაშების გამოტოვება. სამწუხაროდ გამოვტოვებ ამერიკის ღია პირველობასაც. არ ვარ სათანადოდ მზად, ვერ ვვარჯიშობ.
ტერფის ეს ტრავმა – ახალი ნამდვილად არაა, 2005 წლიდან მაწუხებს. შევეცდები მაქსიმალურად ყურადღებით მივუდგე მკურნალობას და იქნებ ისე მაინც გამოვიდეს, რომ კიდევ რამდენიმე წელი შევძლო ჩოგბურთის თამაში.

დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ ამ რთულ გზას. მჯერა, რომ შევძლებ საბოლოოდ გამოჯანმრთელდე და დავბრუნდე ATP TOUR-ზე.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სეზონი ასევე ნაადრევად დაასრულეს როჯერ ფედერერმა და დომინიკ ტიმმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *