ნადირობა ქორებზე – “მილუოკიმ” “ატლანტა” გაანადგურა

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩში „მილუოკი ბაქსმა“ საკუთარ FISERV FORUMZE უმასპინძლა „ატლანტა ჰოუქსს“ და მეტოქე 125:91 გაანადგურა.

შეხვედრის პირველი წუთები „ბაქსის უპირატესობით წარიმართა – იანის ანტეტენკუმპო მეტოქეს სამწამიანი ზონიდან ატერორებდა და მალევე „მილუოკიმ“ 10 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა 24:14.

null

„ატლანტას“ რიგებში სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა იტალიელი ფორვარდი დანილო გალინარი, რომელმაც პირველი პერიოდის უკანასკნელ 4 წუთში 8 ქულის დაგროვება მოახერხა და „ჰოუქსმა“ მეტოქესთან ჩამორჩენა 28:34-მდე შეამცირა.

null

მეორე მეოთხედის სტარტზე მასპინძლებმა სტუმრები პერიმეტრიდან დაბომბეს – სამქულიანი ტყორცნები ზუსტად გამოიყენეს მიდლტონმა, ლოპესმა, ჰოლიდეიმ, პორტისმა, კონაუტონმა და ფორბსმა. „მილუოკიმ“ მეტოქეს 20:0 გაქცევა მოუწყო და დიდ შესვენებაზე 32 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა 77:45.

მეორე ტაიმში ინტრიგა აღარც დაბრუნებულა, „ბაქსმა“ იოლად მიიყვანა შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე და საპლეიოფო სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1:1.

null

მატჩის საუკეთესო მოთამაშე იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომელმაც თამაშიდან 18-ჯერ ესროლა ბურთი და 11 ჩააგდო. ბერძენის ანგარიშზე 25 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა იყო.

კატასტროფული შეხვედრ აგამოუვიდა „ჰოუქსის“ ლიდერ ტრე იანგს – 9 ნასროლი სამქულიანიდან მხოლოდ 1 ჩაააგდო და მატჩი 9 დაკარგვით დაასრულა.

null

სერიის მესამე შეხვედრა, 28 ივნისს გამთენიისას, „ატლანტას“ საშინაო არენაზე 04:30-ზე დაიწყება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *