გიორგი ნავალოვსკი სამწვრთნელო კარიერას იწყებს და მისი პირველი გუნდი საბურთალო იქნები. საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი, საბურთალოში ომარ თეთრაძის ასისტენტად იმუშავებს. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ნავალოვსკიმ საფეხბურთო კარიერა რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად დაასრულა. იგი ბოლოს დინამო ბათუმში თამაშობდა, რომლის ღირსებასაც 2019 წლის მარტიდან იცავდა. ნავალოვსკი წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ, სადაც 41 მატჩი ჩაატარა.
რაც შეეხება საბურთალოს, გუნდმა შარშანდელ ჩემპიონატში 47 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა. დედაქალაქელები ახალი სეზონის პირველ ტურში ქუთაისის ტორპედოს ესტუმრება.