ნავასებმა უკრაინელები მიიღეს (ფოტოები)

უკრაინაში არსებულმა საომარმა ვითარებამ ამ ქვეყნის ბევრი მოქალაქე დააზარალა. მათ დახმარებას არაერთი ქვეყნიდან უწევენ, უკრაინელებს გვერდში ბევრი ცნობილი სპორტსმენი უდგას.

ერთ-ერთი მათგანი პსჟ-ს კოსტა რიკელი მეკარე კეილორ ნავასია. The Sun-ის ინფორმაციით, მან და მისმა მეუღლემ საკუთარ სახლში, რომელიც საკმაოდ დიდია, 30 უკრაინელი მიიღეს. ნავასებმა 30 საწოლი კინოდარბაზში განათავსეს. ისიც დაიწერა, რომ კეილორის მეუღლე ანდრეა სტუმრებს ყურადღებას არ აკლებს და მათ ყველაფერში ეხმარება.

ნადმვილად მოსაწონი საქციელია, როცა ცნობილი და შეძლებული სპორტსმენი ასეთ მძიმე დროს ადამიანებს ეხმარება. ნავასი და მისი მეუღლე ამ კუთხით სამაგალითოები არიან.

რაც შეეხება ნავასის სპორტულ ამბებს, იგი პსჟ-ში მე-3 სეზონს ატარებს. ფეხბურთელი ხშირად ჩნდება პარიზელთა ძირითადში, თუმცა არცთუ იშვიათად უწევს სკამზე ჯდომა, მოგეხსენებათ მისი კონკურენტი ჯანლუიჯი დონარუმაა. ნავასმა ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში 17 მატჩი ჩაატარა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *