ნაიკმა ძალადობაში ბრალდებულ მეისონ გრინვუდს სასპონსორო ხელშეკრულება გაუუქმა

მოდელმა, ჰარიტ რობსონმა, რომელიც ,,მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის, მეისონ გრინვუდის, მეგობარი გოგოა, ფეხბურთელი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. გოგონამ  ინსტაგრამის პირად გვერდზე ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მის სხეულზე სისხლჩაქცევები ჩანს. ასევე გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც ფეხბურთელი მასზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებს.

დაიწყო გამოძიება და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 20-წლამდე მამაკაცი დაპატიმრებულია გაუპატიურებისა და თავდასხმის ბრალდებით. ის პატიმრობაში დაკითხვამდე რჩება, გამოძიება მიმდინარეობს“, – ნათქვამია მანჩესტერის პოლიციის განცხადებაში.

კლუბმა მალევე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ძალადობა დაგმო:

სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოებისა და ბრალდებების შესახებ შევიტყვეთ. ფაქტების დადასტურებამდე დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ. მანჩესტერ იუნაიტედი ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია.”

მანჩესტერ იუნაიტედმა გრინვუდს გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება გარკვეული დროით შეუზღუდა: “მეისონ გრინვუდი არ ივარჯიშებს და არ ითამაშებს შემდგომ დირექტივამდე”.

ფეხბურთლს სავარაუდოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ამის შესახებ მალე მანჩესტერის სასამართლო იმსჯელებს.

მეისონი ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, ამ ფაქტის შემდეგ სოციალურ ქსელებში მისი გამომწერების რაოდენობა საოცარი სისწრაფით მცირდება, ფეხბურთელს გამოწერა კლუბმა და ყველა ფეხბურთელმა გაუუქმა. ამის გარდა ის ფიფასა და პესის სათამაშო სიმულატორებიდანაც ამოიღეს. გრინვუდი როგორც მარკეტინგული პროდუქტი სრულ დაცემას განიცდის, ამ ამბების ბოლო აკორდი ნაიკის მიერ სასპონსორო ხელშეკრულების ანულიება იყო, ფეხბურთელს ბრენდთან 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, 2 მილიონამდე ფინანსური შემოსავლებით. ნაიკის განცხადებით ისინი ფეხბურთელთან დადებულ კონტრაქტის შესაბამისი მუხლების გათვალისწინებით აუქმებენ.

ფეხბურთელი რამდენიმე სხვა ბრენდის სახეც იყო, ყველა სასპონსორო ხელშეკრულება გაუქმებულია. თავად მეისინო სატრანსფერო ბაზარზე 50 მილიონ ევროდ ფასობდა, ის მანჩესტერულ კლუბში გასამრჯელოს სახით კვირაში 60 000 ევროს იღებდა.

ფეხბურთელი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს დღემდე არ აკეთებს და სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინშია.

Leave a comment

Your email address will not be published.