იტალიის ქალაქ მილანში დასრულდა 21 წლამდე ჩოგბურთელთა სეზონის შემაჯამებელი ტურნირი. NEXT GEN-ის ფინალურ მატჩში ბრენდონ ნაკამშიმამ 4:3 4:3 4:2 სძლია ჟირი ლეჰეჩკას და ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.
პირველი სეტის სტარტზე ჩეხი ჩოგბურთელი უკეთესად გამოიყურებოდა და ადრეული ბრეიკიც შეასრულა,თუმცა ჟირიმ ეს მოპოვებული უპირატესობა მალევე “გაანიავა”.
ნაკაშიმამ ჯერ უკუბრეიკი შეასრულა, ხოლო შემდეგ სეტი ტაიბრეიკზე მოიგო ანგარიშით 7:5.
მეორე პარტიის ბედიც ტაიბრეიკზე გადაწყდა. საჩოგბურთო ლატარეაში თავიდან ლეჰეჩკა დაწინაურდა, რომელმაც ორმაგი სეტპოინტიც მოიპოვა (6:4), თუმცა მოულოდნელად ზედიზედ 4 ქულა წააგო და მასთან ერთად სეტიც.
მესამე პარტიაში ამერიკელი ჩოგბურთელი დიდ ფსიქოლოგიურ უპირატესობას ფლობდა – ბრენდონმა მეექვსე გეიმში შესრულებული ერთადერთი ბრეიკით მესამე სეტიც მოიგო და მატჩიც 4:3 4:3 4:2.
21 წლის ამერიკელმა NEXT GEN-ის მოგებით 350,500 ამერიკული დოლარი დაიმსახურა.
ნაკაშიმამ კარიერაში მეორე ტურნირი მოიგო.
რამდენიმე კვირის წინ ბრენდონმა ასევე შეძლო სან დიეგოს ტურნირის მოგება.