ნაკაშიმა ახალგაზრდების შემაჯამებელ ტურნირზე გავიდა

ATP ყოველ წელს ატარებს U21 ჩოგბურთელებისათვის წლის შემაჯამებელ ტურნირს. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, გამონაკლისი არც 2021 წლის სეზონი გამოდგა – ტურნირი მილანში ჩატარდება.

წელს შესანიშნავი პროგრესი აქვს აზიური წარმოშობის ამერიკელ ჩოგბურთელ ბრენდან ნაკაშიმას, რომელიც სეზონს 170-ე ჩოგნის სტატუსით იწყებდა, ამჟამად კი 70-ე საფეხურზე იმყოფება.

20 წლის ნაკაშიმამ მიმდინარე სეზონში 743 სარეიტინგო ქულის დაგროვება შეძლო, რამაც მას საშუალება მისცა კვალიფიკაცია გაევლო მილანის შემაჯამებელ ტურნირზე.

null

მსოფლიო მოდის დედაქალაქში თამაშის უფლება უკვე მოიპოვეს იანიკ სინერმა, ფელიქს ოჟე ალიასიმმა, კარლოს ალკასარმა, სებასტიან კორდამ, ჯენსონ ბრუკსბიმ და ლორენცო მუზეტიმ.

სინერს და ოჟე ალიასიმს შანსი აქვთ „დიდების“ წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვდნენ, ამიტომ ორივე ჩოგბურთელმა გადაწყვიტა არ ითამაშოს მილანში და პარალელურად მიმდინარე სტოკჰოლმის ტურნირზე შეიტანა განაცხადი, რადგან შვედეთის დედაქალაქში დაგროვილი ქულებით გაიუმჯობესოს რეიტინგი.

იტალიელის და კანადელის არყოფნა მილანის ტურნირზე გზას უხსნის U21-ის რეიტინგში 9-10 ადგილებზე მყოფ ჩოგბურთელებს – არგენტინელ სებასტიან ბაეზს და დანიელ ჰოლგერ რუნეს.

U21 ჩოგბურთელების რეიტინგი ( მილანის შემაჯამებელი)

1. იანიკ სინერი – 2845

2. ფელიქს ოჟე ალიასიმი – 2330

3. კარლოს ალკარასი – 1274

4. სებასტიან კორდა – 1175

5. ჯენსონ ბრუკსბი – 1004

6. ლორენცო მუზეტი – 906

7. ბრენდონ ნაკაშიმა – 743

8. ხუან ცერუნდოლო – 717

9. სებასტიან ბაეზი – 656

10. ჰოლგერ რუნე – 633

11. ჰუგო ბასტონი – 584

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *