ბრიტანული The Sun-ი წერს, რომ პეპ გვარდიოლას მომდევნო სამუშაო ადგილი შესაძლოა ნიდერლანდების ნაკრები იყოს. ოღონდ პეპს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი გაისად ზაფხულამდე აქვს. თანაც ზამთარში მსოფლიო ჩემპიონატია და მანამდე დანიშვნა გამორიცხულია.
ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო კავშირის ფავორიტი სწორედ გვარდიოლაა, თანაც პეპის ძმამ, პერე გვარდიოლამ ნიდერლანდებში დაიწყო მუშაობა: იქაურ სააგენტოში…
ჯერჯერობით კი ნარინჯისფერებს ლუი ვან გაალი წვრთნით და მან მთავარი მისია შეასრულა: ნაკრები შესარჩევში პირველზე გაიყვანა და მუნდიალზე მოახვედრა. ვან გაალი 70 წლისაა. ის 5 წელი არ მუშაობდა და გაჭირვების დროს მიიწვიეს.
გვარდიოლა და ვან გაალი – აქ განსაკუთრებული ამბებია, პეპის მწვრთნელი ხომ ერთ დროს სწორედ ნიდერლანდელი იყო.