ნამდვილი ქალბატონი – ჯორჯინამ რონალდუსთან პირველი შეხვედრა გაიხსენა (ფოტოები)

მოდელმა და კრიშტიანუ რონალდუს მეუღლემ ჯორჯინა როდრიგესმა პორტუგალიელ ფეხბურთელთან პირველი პაემანი გაიხსენა. მან მოყვა თუ როგორ სთხოვა რონალდუმ შეხვედრა და როგორ წარიმართა პირველი პაემანი.

“რონალდუს პირველად 2016 წელს მადრიდში შევხვდი. მან მომწერა “გინდა ჩემთან ერთად ივახშმო”? შეტყობინებმდე 2 საათით ადრე დავნაყრდი, მიუხედავად ამისა კრიშტიანუს მაინც დავთანხმდი და პაემანზე ნამდვილი ქალბატონივით მივედი.”-მოყვა ჯორჯინამ ნეთფლიქსთან დოკუმენტური ფილმის გადაღებისას.

რონალდუ, რომელიც 5 თებერვალს 37 წლის გახდება, განთქმულია მკაცრი დიეტით, რათა ფორმა შეინარჩუნოს. მაგალითად მან მენიუდან პუდინგი ამოიღო.

რონალდუ ამჟამად მანჩესტერის ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში კრიშტიანუმ 24 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. იუნაიტედი პრემიერლიგაში მე-4 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი მადრიდის ატლეტიკოს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published.