სერია ა-ს 24-ე ტურში ნაპოლი ემპოლის ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. მართალია ხვიჩა კვარაცხელიას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ ორივე გოლში მონაწილეობა მიიღო. ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში იყო, 71-ე წუთზე შეცვალეს და Whoscored.com-ზე 6.6 შეფასება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ნაპოლიმ მატჩი 10 კაცით ჩაამთავრა. 67-ე წუთზე წითელი ბარათი მარიო რუიმ მიიღო.
ნაპოლი 65 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ ტურში ლაციოს შეხვდება.