ნაპოლის თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენზე დიდი მოთხოვნაა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მისი დამატება მანჩესტერს, ჩელსის და პსჟ-ს სურთ. ამავე წყაროს ცნობით, ნიგერიელის ფასი 120 მილიონი ევრო გახლავთ. იტალიელები უწინ 100 მილიონს ითხოვდნენ, თუმცა როგორც ჩანს ფასი გაიზარდა.
ოსიმენი ბრწყინვალე ფორმაშია. 24 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში ნეაპოლელთა მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რაც შეეხება ნაპოლის, გუნდი სერია ა-ში 56 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ ინტერს 13 ქულით უსწრებს და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში აინტრახტს შეხვდება.