ნაპოლიმ სპეციასთან მოიგო – რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ?

სერია ა-ს მორიგ ტურში, ნაპოლიმ მორიგი 3 ქულა აიღო. ლუჩანო სპალეტის გუნდი სპეციას ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც გუნდს გოლით და საგოლე გადაცემით დაეხმარა. ხვიჩამ Whoscored.com-ზე 8.6 შეფასება მიიღო და მხოლოდ დუბლის ავტორ ვიქტორ ოსიმენის ჩამორჩა, რომელმაც 9.1 დაუწერეს.

ხვიჩას ანგარიშზე სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 15 მატჩი, 8 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *