ნაპოლის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა. ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ ახლა ახალ ხელშეკრულებაზე საუბრის დრო არ არის.
“ჩვენ კვლავ გაბრაზებულები ვართ იტალიის თასიდან გამოვარდნის გამო, თუმცა რას ვიზამთ, წინ ვიყურებით და შევეცდებით ჩემპიონატი კარგად გავაგრძელოთ.
რაც შეეხება კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს, მას 3 წლიანი ხელშეკრულება აქვს, ხვიჩასთან და მის აგენტებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ახალ კონტრაქტზე საუბრის დრო არ არის. ამჟამად ორიენტირებულები ჩემპიონატის მოახლოებულ თამაშებზე ვართ.” – ციტირებს ჯუნტოლის სიტყვებს Napoli Magazine.
ნაპოლი სერია ა-ში 50 ქულით პირველ ადგილზეა. რაც შეეხება კვარაცხელიას, ხვიჩამ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 15 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.