ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რომასთან მოგების მერე ემოციებს აფრქვევდა. ფანებთან გავიდა და იქ მანქანაში ძლივს ჩაჯდა, თან ჟესტებით აღნიშნავდა გამარჯვებას.
მანამდე, გვირაბიდან გამოსულ დე ლაურენტისს ერთ-ერთმა ტელეჟურნალისტმა ჰკითხა: – „სკუდეტოს ვიგებთ?“…
დე ლაურენტისმა კი უპასუხა: „ არა, წავაგებთ. სკუდეტოს ვკარგავთ… რა კითხვაა?“