ნაპოლის ხასიათი აკლია? ახლაც იგივეს იტყვიან?..

ნაპოლის სკუდეტოს ასეთი შანსი არ ჰქონია დიეგო მარადონას ეპოქის მერე. დიეგოს დროს ორჯერ გახდნენ ჩემპიონები (1987, 1990), მეორე ტრიუმფიდან კი 32 წელი გავიდა. არა, ნეაპოლელები 7-8 წლის წინაც იყვნენ ლიდერთა შორის, მაგრამ მაშინ იტალიას ჰყავდა გამოკვეთილი ფავორიტი – იუვენტუსი. ახლა კი იუვესავით გუნდი აპენინებზე არცერთი არაა. ვერც მილანი, ვერც ინტერი, ვერც თავად ბებერი ქალბატონი.

ნაპოლი ლიდერია… ლუჩანო სპალეტის გუნდმა გასვლაზე 2:1 მოუგო ლაციოს.

აი, რას ამბობს სპალეტი:

„მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ. პედროს სუპერგოლმა ლაციოს შანსი მისცა, მანამდე კი ბევრი მომენტი გვქონდა, იყო არჩათვლილი გოლიც. მთლიანობაში გამარჯვება დავიმსახურეთ.

…ამბობენ, რომ ნაპოლის ძლიერი ხასიათი აკლია, საინტერესოა, ახლაც იგივეს იტყვიან? ჩვენ გვაქვს ხასიათი. კალიარისთან ფრემ არ მოგვატყუოს, მათ მართლაც ძლიერი გუნდი ჰყავთ და ახლა ტორინოს გასვლაზე მოუგეს.

…ბარსელონასთან ევროპა ლიგიდან გავარდნა კი ჩემი ბრალია, რადგან ტაქტიკა მე შევარჩიე. წინ კიდევ ბევრი მატჩია, მაგრამ ნათლად ჩანს ნაპოლის ხასიათი და პოტენციალი, რომელიც სკუდეტოსთვის ბოლომდე ბრძოლის საშუალებას მოგვცემს“ (Football Italia)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *