ნაპოლი ლუჩანო სპალეტის შენარჩუნებას გეგმავს. იტალიელის კონტაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნეაპოლელებს მწვრთნელის კიდევ 1 წლით დატოვება შეეძლებათ, Il Matino-ს ინფორმაციით გუნდის ხელმძღვანელები ამ პუნქტის გააქტიურებას აპირებენ და სპალეტის ბონუსის სახით 2.7 მილიონს გადაუხდიან.
ლუჩანო სპალეტი ნაპოლიში 2021 წლის მაისიდან მუშაობს. მის ხელში გუნდი უდაოდ უკეთ ათამაშდა, რაც შედეგებშიც აისახება. ნაპოლი სერია ა-ში 62 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ ინტერს 15 ქულით უსწრებს. გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშიცაა, სადაც პირველი თამაში აინტრახტს 2:0 მოუგო.
ნაპოლის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაც გახლავთ, რომლის ანგარიშზეც ამ სეზონში 25 მატჩი, 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.