ნაპოლი ყველას გაახარებს

ბრაიტონის მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი მიიჩნევს, რომ ნაპოლის გამარჯვება სერია A-ში ფეხბურთის მოყვარულებს გაახარებს.

„ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ბედნიერი უნდა იყოს, თუ ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს. გასულ სეზონში იგივეს ვგრძნობდი მილანის მიმართაც.

Brighton continue talks to bring in former Sassuolo boss Roberto De Zerbi  as new head coach | Daily Mail Online

როგორც იტალიელს და იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარს, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ მენატრება სერია A. არ ვიცი დავბრუნდები თუ არა, მაგრამ სამომავლოდ გერმანიაში და ესპანეთში მუშაობა მინდა ვცადო. საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას. ამიტომაც ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ კლაუდიო რანიერით, რომელიც ყველგან მუშაობდა.

ძალიან მომწონს პრემიერ ლიგა, ნაკლები სტრესი და მეტი მხიარულება, გამბედაობა და ენთუზიაზმი – ეს ყველაფერი ჩემს ფილოსოფიას შეესაბამება. რა თქმა უნდა, გამარჯვება მინდა, მაგრამ ფეხბურთში შედეგი ყველაფერი არ არის.

მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია, მოერგოს თავის ფეხბურთელებს, მაგრამ არ შეცვალოს საკუთარი ფილოსოფია – როგორც სერია D-ში, ასევე პრემიერ ლიგაში, ჩემი იდეები ერთი და იგივეა,“ – ამბობს დე ძერბი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *