ნაპოლი 3:1 ტორინო – კვარას გოლი და ცხრილში პირველობა!

იტალიის სერია ა-ს მერვე ტურში, ნაპოლიმ ტორინო მიიღო. ნეაპოლელები ჩემპიონატს ლიდერობენ და მათთვის, რა თქმა უნდა, ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს.

 

სწორედ ამიტომ, ნაპოლი თავიდანვე საქმეს შეუდგა. მე-6 და მე-12 წუთზე, ზამბო ანგისას დუბლით, სამხრეთელები უკვე 2:0-ს იგებდნენ.

 

ამის შემდეგ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მომენტიც დადგა – 37-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედნის ნახევარი ბურთთან ერთად გაირბინა, მცველთან ჭიდაობის დროს, მარცხენათი უზუსტესად დარტყმა მაინც მოახერხა და ანგარიში 3:0 გახადა.

 

ტორინომ რაც შეძლო, მხოლოდ 1 გოლის გაქვითვაა.

 

ნაპოლი 3:1 ტორინო

 

‘6 – ანგისა

12′ – ანგისა

37′ – კვარაცხელია

44’ – სანაბრია

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *