ნასრი: მანჩინის უკანასკნელი სიტყვებით ვაგინე

მანჩესტერ სიტის ყოფილმა ნახევარმცველმა, ფრანგმა სამირ ნასრიმ რობერტო მანჩინისთან გადამხდარი ამბები გაიხსენა. როგორც იცით, მანჩინი ქალაქელებს წვრთნიდა და პრემიერლიგაც მოიგო…

სამირ ნასრი: “როცა მე და რობერტო მანჩინი მანჩესტერ სიტიში ერთად ვიყავით, კონფლიქტი მოგვიხდა. მახსოვს, ვულვზს ვეთამაშებოდით. მანჩინი პირველივე წუთებიდან უხეშად მომმართავდა და გავაფრთხილე. თუმცა აგრძელებდა. ვუთხარი, თუ არ მოსწონდა ჩემი თამაში, გამომცვალე-მეთქი. არ შემცვალა. შესვენებაზე გვერდით მჯდომ იაია ტურეს ვუთხარი, რომ მანჩინი თუ ასეთ ტონში გააგრძელებდა ლაპარაკს, ბუცებს ვესროდი.

…მწვრთნელს უკანასკნელი სიტყვებით ვაგინე. დიახ, მანჩინი სიტიში ფეხბურთელებს პატივს არ სცემდა.

…კონფლიქტის მერე პარიზში წავედი, ხოლო ორი დღის მერე მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრაში სათადარიგოში გადამიყვანა. აბუ-დაბიდან კლუბის პრეზიდენტი ჩამოფრინდა, რომელსაც ჩემი და მანჩინის ნახვა სურდა. პრეზიდენტმა მწვრთნელს უთხრა, რომ თუ მე ფორმაში ვიქნებოდი, იუნაიტედს მოვუგებდით. დავბრუნდი. მე და მანჩინი კერძო თვითმფრინავში შევრიგდით“ (Daily Mail)

Leave a comment

Your email address will not be published.