იტალიის ფეხბურთის ფედერაციას კიდევ სამი ბრაზილიელი ფეხბურთელის ნატურალიზება სურს. ეს მანამდე, სანამ იტალიას მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი-ოფები ექნება, ანუ მარტის ბოლომდე.
ეს სამი ფეხბურთელია: მცველი ლუის ფელიპე (ლაციო), მცველი როჟერ იბანიესი (რომა) და ნახევარმცველი ჟოაო პედრო (კალიარი).
იტალიას ახლა უკვე ჰყავს 3 ბრაზილიელი, რომლებიც ზაფხულში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ემერსონი, ტოლოი და რაც მთავარია, ჟორჟინიო. ახლა კიდევ სამს აპირებენ.
აი, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას განცხადებაც: „ჩვენ ამ საკითხებით დაინტერესებულები ვართ, ვმუშაობთ პროცესზე და შემდეგ უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება, გამოიძახებს თუ არა ამ ფეხბურთელებს“.