მანჩესტერის ახალ მთავარ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს სურს, რომ გუნდი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ნახევარმცველით გაძლიერდეს.
The Times-ის ინფორმაციით, გერმანელს ენერგიული ნახევარმცველის დამატება უნდა, რომელიც მეტოქეს მაღალი პრესინგით გამუდმებით შეავიწროვებს.
მისთვის პირველი ვარიანტი ლაიფციგის ნახევარმცველი – ამადუ აიდარაა, რომელიც რედ ბულს სწორედ რალფის დროს შეუერთდა.
23 წლის ფეხბურთელის ღირებულება 33 მილიონი ევროა.