სუპერ თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული შავი ლომი კვირას, 4 დეკემბერს ესპანურ იბერიანსს ავჭალის სარაგბო სტადიონზე ესპანურ იბერიანს დაუპირისპირდება. გუნდი უკვე შევარდენის სანაკრებო ბაზაზეა და მომავალი მატჩისთვის ემზადება.
შავ ლომს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან გრიგორ ქერდიყოშვილი და თემო ჭიჭინაძე, რომელთაც გრძელვადიანი ტრავმები აქვთ. ტრავმირებულები არიან და სავარაუდოდ ფინალიც გაუცდებათ თორნიკე აქუბარდიას და გიორგი კერვალიშვილს. ტრავმა აქვს და ნახევარფინალმდე ვერ მომჯობინდება სანდრო თოდუა. რეაბილიტაციას გადის და ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ ვერა ლუკა ივანიშვილი. ასევე ჯერჯერობით ვერ ვარჯიშობს ლაშა ხმალაძე.
სამაგიეროდ, ტრავმები მოიშუშეს და სრულყოფილად ვარჯიშობენ ნიკა ხატიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე და სოსო მათიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალურ მატჩში პორტუგალიური ლუზიტანუში შინ ეთამაშება თელავივ ჰითს. ფინალი 17 დეკემბერს გაიმართება.