ნახეთ ზაზა ფაჩულიას რეაქცია გიგა ჭიკაძის გამარჯვებაზე [VIDEO]

სულ ცოტა ხნის წინ, გიგა ჭიკაძემ ქართული MMA-ს ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა ედსონ ბარბოსას წინააღმდეგ. გიგასთვის ეს ზედიზედ მე-7 გამარჯვებაა UFC-ში და იგი სატიტულო ბრძოლას ძალიან მიუახლოვდა. ბუნებრივია, გიგას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, უშუალოდ დარბაზში იმყოფებოდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილიც. გიგას ასევე ქომაგობდა NBA-ს 2 გზის ჩემპიონი, საქართველოს ნაკრების ლეგენდა ზაზა ფაჩულია. მისი მეუღლე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც აღბეჭდილია ზაზას და მისი ოჯახის წევრების ემოციებია გიგა ჭიკაძის გამარჯვების შემდეგ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *