ნახეთ რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა ჟოზე ალდოსთან გამარჯვებით

სოლთ ლეიქ სითიმ მიმდინარე წლის მეცხრე PPV ივენთს უმასპინძლა. UFC 278-ის მთავარ ბრძოლად კონდენტერ ლეონ ედვარდსისა და ჩემპიონ კამარუ უსმანის ბრძოლა იყო ჩანიშნული. თუმცა ქართველ გულშემატკივართა ყურადღება მერაბ დვალიშვილისა და ლეგენდარული ჟოზე ალდოს ბრძოლა იქცევდა. სატიტულო ორთაბრძოლაში ინგლისელმა ლეონ ედვარდსმა მოქმედი ჩემპიონის დამარცხება მეხუთე რაუნდში, უმძიმესი ნოკაუტით მოახერხა. რაც შეეხება ქართველ მებრძოლს, მერაბმა მთელი ბრძოლა ლიდერის რანგში ჩაატარა და მის მეტოქეს არანაირი ხიფათის შექმნის შანსი არ მისცა.

აღნიშნულ ივენთზე ყველაზე მეტი თანხა 792.000$ აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა კამარუ უსმანმა მიიღო. ახალმა ჩემპიონმა ლეონ ედვარდსმა ჯამში 532.000$ მიიღო. კო-მეინ ივენთის მონაწილეებმა პაულო კოშტამ 605.000$ მიიღო, მისმა მეტოქემ ლუკ როკჰოლდმა 210.000$. ჟოზე ალდომ 315.000$, ხოლო ქართველმა მებრძოლმა ჯამში 155.000$ მიიღო.(ამ ჰონორარებში არ შედის წილი გაყიდული ტრანსლაციებიდან)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *