ნახეთ რა თანხა გამოიმუშავა რომან დოლიძემ ჯეკ ჰერმანსონის დამარცხებით

რომან დოლიძემ, UFC Orlando-ზე, ჯეკ ჰერმანსონის წინააღმდეგ მოპოვებული ეფექტური გამარჯვების შემდეგ, ხამზატ ჩიმაევი გამოიწივა. რომანი ჰერმანსონის დამარცხებით წონის TOP 10-ში შევიდა, უფრო კონკრეტულად ქართველი მე-8 პოზიციას დაიკავებს.

ქართველმა ფალავანმა ამ გამარჯვებით საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიმუშავა. კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა მოგების შემთხვევაში 105.000$ შეადგენდა. ამას დაემატა ბონუსის სახით მიღებული 50.000$-იც, რომელიც რომანმა საღამოს საუკეთესო სანახაობისთვის მიიღო. ჯამში დოლიძემ ორგანიზაციისგან 155.000$ მიიღო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *