UFC 282-ზე თოფურიას ბენეფისი ვიხილეთ. ძლიერ მეტოქედ მოაზრებული ბრაის მიტჩელი, თოფურიამ უბრალოდ გაანადგურა – მძიმე დარტყმები, ნოკდაუნი, საბმიშენი – ილიას მრავალფეროვან არსენალს ამერიკელმა ვერაფერი დაუპირისპირა.
ქართველს ეს სანახაობა UFC-მ დაუფასა – ილიამ საღამოს პერფორმანსის ბონუსი, 50 000$ მიიღო. sportspayouts.com-ის ინფორმაციით, ამას დაემატა კონტრაქტით გათვალისწინებული 65 000$ და ჯამში ქართველმა 115 000$ გამოიმუშავა. რაც შეეხება მიტჩელს, მისი მეტოქე 53 000$-ს დასჯერდა.