UFC 269 უდაოდ წლის ერთ-ერთი გამორჩეული და სანახაობრივი PPV ივენთი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქარდზე მყოფი წყვილები ისედაც დიდი სანახაობის მომასწავებელი იყო, მომხდარმა მოლოდინს გადააჭარბა. სენსაციები, ნოკაუტები და დაძაბულობა – გუშინდელი ივენთი ყველა ამ კრიტერიუმს აერთიანებდა.
ყველაზე დიდი თანხა მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ გამოიმუშავა. დასტინ პორიეს დამარცხებისთვის მან 492.000$ მიიღო. დამარცხებული პორიეს შემოსავალი 382.000$-ს შეადგენს. ოლივეირას შემდეგ ყველაზე მეტი კიდევ ერთმა ბრაზილიელმა, ამანდა ნუნეშმა დაიმსახურა – 442.000$, ახალმა ჩემპიონმა, ჯულიანა პენიამ კი 332.000$.
სხვა მებრძოლების თანხები კი შემდეგნაირად გამოიყურება:
P.S აღნიშნულ თანხებში არ არის გათვალისწინებული ტრანსლაციებიდან შემოსული თანხები.