ნახეთ რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა მებრძოლებმა UFC-ში 2021 წელს

2021 წელი UFC-ს ქართველი მებრძოლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. მართალია, ჩვენს ფალავნებს 2020 წლის მსგავსად უხვად ბრძოლები არ ჩაუტარებიათ, თუმცა წელს გამართულმა ბრძოლებმა და გამარჯვებმა რეიტინგული თვალსაზრისით ისინი უფრო წინ წაწია. სწორედ წელს გაიმართა პირველი ქართული კო-მეინ და მეინ ივენთები.

გასული წელი წარმატებულთან ერთად საკმაოდ შემოსავლიანიც იყო ჩვენი მებრძოლებისთვის. ყველაზე მეტი, გიგა ჭიკაძემ გამოიმუშავა. ჩატარებულ ორ ბრძოლაში მან ჯამში 276.000$ მიიღო.

ასევე 2 ბრძოლა გამართა მერაბ დვალიშვილმაც, ორივეში გაიმარჯვა და საერთო ჯამში 186.000$ გამოიმუშავა.

ერთი მოგება და ერთი მარცხი – ასეთია რომან დოლიძის წლევანდელი შედეგი, რაც შეეხება შემოსავალს, მან 68.000$ გამოიმუშავა.

ერთი ბრძოლა გამართა და გაიმარჯვა ილია თოფურიამ, რისთვისაც 44.000$ მიიღო.

ზვიად ლაზიშვილმა სადებიუტო ორთაბრძოლა დათმო, მან 14.000$ გამომუშავა.

12.900$ შეადგინა ლიანა ჯოჯუას ანაზღაურებამ კორტნი კეისისთან მარცხის შემდეგ.

რაც შეეხება გურამ ქუთათელაძეს, სამწუხაროდ ტრავმის გამო ქართველ ვიკინგს მიმდინარე წელს UFC-ში ბრძოლა არ გაუმართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *