კვირას გამთენიისას გამართულ ორთაბრძოლაში, რომელიც ივენთის ჰედლაინერი იყო და საღამოს საუკეთესო ბრძოლადაც დასახელდა, ერთმანეთს გიგა ჭიკაძე და კელვინ კატარი დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, გიგას 7 მოგებიანი სერია კატართან, 5 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ დასრულდა. ბოსტონელმა მებრძლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.
გიგამ მიუხედავად მარცხისა, საკმაოდ სოლიდური ჰონორარი მიიღო – Sportzion-ის მონაცემებით, ქართველმა ნინძამ ჯამში 165.000$ გამოიმუშავა – 110.000$ გარანტირებული, 50.000$ საღამოს საუკეთესო ბრძოლის ბონუსი და 5.000$ სპონსორებისგან.
შეგახსენებთ, გიგამ წინა ბრძოლაში, ქართულ MMA-ში რეკორდული, 200.000$ გამოიმუშავა.