ნახეთ რა თანხა გამოიმუშავეს მებრძოლებმა UFC 270-ზე

გასულ კვირას, UFC 270-ზე ორი ძალიან საინტერესო სატიტულო დაპირისპირება გაიმართა. უმსუბუქესი წონის ქამარი, დეივესონ ფიგერედომ 5 რაუნდიანი ბრძოლის შედეგად დაიბრუნა ბრენდონ მორენოსგან. ასევე 5 რაუნდი გაგრძელდა მძიმე წონის საჩემპიონო ჯახიც, სადაც ფრენსის ნგანუმ ქამარი პირველად დაიცვა.

მიუხედავად ორი ასეთი სატიტულო დაპირისპირებისა, რიცხვები, რომლებიც მებრძოლების ანაზღაურებას ასახავს, არც ისე შთამბეჭდავია და გულშემატკივრები ამ ფაქტს სოც.ქსელებში აქტიურად აღნიშნავენ. განსაკუთრებით მაშინ გამძაფრდა ეს ყველაფერი, როცა ფრენსის ნგამუმ განაცხადა, რომ ასეთი თანხისთვის ბოლოჯერ იბრძოლა. იგი კრივში წასვლაზე ალაპარაკდა, სადაც ტაისონ ფიური და გაცილებით დიდი ანაზღაურება ელოდება. ცნობისთვის, ფიურიმ ბოლო ბრძოლაში 30 მილიონი აიღო. ხოლო MMAFighting-ის ინფორმაციით, UFC 270-ის ჰედლაინერების ანაზღაურებები შემდეგნაირად გამოიყურება (თანხაში არ შედის ტრანსლაციიდან მიღებული წილი)

ფრენსის ნგანუ: 600.000$
სირილ განი: 500.000$
დეივესონ ფიგერედო: 150.000$
ბრენდონ მორენო: 200.000$

სატიტულო ბრძოლების მიღმა, ყველაზე მეტი მაიკლ პერეირამ გამოიმუშავა – 150.000$

Leave a comment

Your email address will not be published.