გუშინ გამართულ დოჰას ფინალში, შარშანდელი ჩემპიონი, ნიკოლოზ ბასილშვილი რობერტო ბაუტისტასთან დამარცხდა. ესპანელმა ორ სეტში 6-3; 6-4 გაიმარჯვა და პირველ ადგილს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ შარშან ფინალში ნიკოლოზმა სწორედ ბაუტისტა დაამარცხა.
ბასილაშვილმა აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობისა და ფინალურ ეტაპზე თამაშისთვის 80,000$ გამოიმუშავა. ოფიციალური მონაცემებით, დოჰას ტურნირამდე, ბასილაშვილმა მიმდინარე წელს საპრიზო თანხის სახით 230,000$0-მდე მიიღო.