ისრაელის ქალაქ თელ-ავივში დასრულდა ძიუდოს პრესტიჟული გრანდ სლემი, სადაც 15-მა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ჩვენმა სპორტსმენებმა 3 მედლის მოპოვება მოახერხეს – ილია სულამანიძემ 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე ოქროს მედალს დაეუფლა აბსოლიტურ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილიც. ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა ეთერ ლიპარტელიანმა.
თელ-ავივის გრანდ სლემის საპრიზო თანხა ჯამში 154.000€ გახლდათ. ოფიციალური მონაცემებით კი ანაზღაურება კი მედალოსნებზე შემდეგნაირად ნაწილდებოდა – ოქრო 5000€, აქედან 1000€ სამწვრთნელო შტაბს. ვერცხლზე 3000€ – 600€ მწვრთნელებს, ხოლო ბრინჯაოზე 1500€ ჯამში 300€ სამწვრთნელო გუნდს.
შესაბამისად, აღნიშნულ ტურნირზე გურამ თუშიშვილმა და ილია სულამანიძემ 4000-4000€ გამოიმუშავეს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანს 2400€ ხვდა წილად.