ნახეთ, რა უთხრეს ოლივეირამ და პორიემ ერთმანეთს ბრძოლის შემდეგ [VIDEO]

ბრაზილიელმა ჩარლზ ოლივეირამ, მსუბუქი წონის ქამარი დასტინ პორიეს წინააღმდეგ დაიცვა. UFC 269-ს მთავარ ბრძოლაში, ოლივეირამ ამერიკელი მეტოქე მესამე რაუნდში, მახჩობელა ილეთით დაამარცხა.

წინასაბრძოლო პრესკონფერენციებზე და აწონვებზე, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა მებრძოლებს შორის. ბრძოლის დასაწყისშიც და მიმდინარეობის დროსაც, ჩანდა მათი ურთიერთპატივისცემა. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით კარგად ბრძოლის შემდეგ, მათ შორის შემდგარ დიალოგში გამოიკვეთა:

ოლივეირა: ვაფასებ რომ ქველმოქმედებას ეწევი და ბავშვებს ეხმარები, მეც ვეხმარები ბავშვებს, შემიძლია რამე გავაკეთო შენთვის?
პორიე: მე მინდა შემოგწირო 20.000$ რადგან შენს მშობლიურ ქალაქში ხალხს დაეხმარო.
ოლივეირა: ძალიან დიდი მადლობა!
პორიე: გამაგებინე სად გადმოვგზავნო თანხა და გადმოვრიცხავ… მიხარია შენს გამო და ვამაყობ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *