ნახეთ როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია FIFA 23-ში [ფოტო]

ყველაზე ცნობილი საფეხბურთო კომპიუტერული თამაშის, EA SPORT-ის FIFA 23 რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. აღნიშნულ თამაშში, არაერთ ქართველი ფეხბურთელს შევხვდებით, მათ შორის არის ნაპოლის ამომავალი ვარსკლავი ხვიჩა კვარაცხელიაც. ქართველ შემტევს რეიტინგი მხოლოდ 74 აქვს, რაც უკვე გახდა განხილვის საგანი. არაერთი უცხოური გვერდი წერს, რომ ხვიჩა გაცილებით მაღალ რეიტინგს იმსახურებს. თუმცა, ეს დროის ამბავია, თამაშის შემდეგ განახლებებში, კვარაცხელიას რეიტინგი აუცილებლად გაიზრდება.

რაც შეეხება კვარას ვიზუალს… აქაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგ განახლებებში აუცილებლად უფრო დაემსგავსება ციფრული კვარა რეალურს. ამ ეტაპზე კვარას ვიზუალისთვის FIFA-მ სტანდარტული მოთამაშის ჰაბიტუსი გამოიყენა და მინიმალურ დონეზე მიამსგავსა – ვარცხნილობითა და წვერთ, თუმცა, ახალი ფეხბურთელების შემთხვევაში ასე ხშირად ხდება და როგორც ზემოთ ვახსენეთ, განახლებას ექვემდებარება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *