ნბა-მ 2021/22 წლების სეზონის სრული კალენდარი გამოაქვეყნა

ნბა-ს ოფიციალურმა საიტმა 2021/22 წლების სეზონის სრული კალენდარი გამოაქვეყნა.

https://www.nba.com/schedule?cal=November&pd=false&region=1

გასული სეზონის ფინალისტების პირველი შეხვედრა 10 თებერვალს შედგება- „ფინიქსი“ „მილუოკის“ უმასპინძლებს.

10 ნოემბერს ერთმანეთს საკალათბურთო პარკეტზე შეხვდებიან წლევანდელი დრაფტის პირველი ნომერი კეიდ კანინგჰემი (დეტროიტი) და მეორე ნომერი ჯეილინ გრინი (ჰიუსტონი). მატჩი ტექსასის შტატში გაიმართება.

17 იანვარს, მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის დღეს TNT თავის საკალათბურთო ეთერს 2 მატჩს დაუთმობს: „მემფისი-ჩიკაგო“ და „ატლანტა“ – მილუოკი“.

ნბა-ს ახალი სეზონის გახსნითი მატჩები

19 ოქტომბერი: მილუოკი – ბრუკლინი, ლეიკერსი – გოლდენ სტეიტი
20 ოქტომბერი: ნიუ იორკი – ბოსტონი, ფინიქსი – დენვერი
21 ოქტომბერი: ატლანტა – დალასი, გოლდენ სტეიტი – კლიპერსი
22 ოქტომბერი: ფილადელფია – ბრუკლინი, ლეიკერსი – ფინიქსი

საშობაო მატჩები ნბა-ში (25 დეკემბერი)

ნიო იორკი – ატლანტა

მილუოკი – ბოსტონი

ფინიქსი – გოლდენ სტეიტი

ლეიკერსი – ბრუკლინი

იუტა – დალასი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *