ნბა-ს ახალი სეზონი 19 ოქტომბერს, 2 სუპერ მატჩით გაიხსნება

ნბა-ს 2021-22 წლების სეზონი სტარტს 19 ოქტომბერს აიღებს. ლიგაში მონაწილე ოცდაათივე გუნდს რეგულარულ გათამაშებაში 82-82 მატჩის ჩატარება მოუწევს, აპრილის მეორე ნახევარში კი პლეიოფი დაიწყება, სადაც აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების 8-8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა.

ნბა-ს ახალი სეზონის პირველივე სათამაშო დღეს 2 სუპერ მატჩია – მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი ბაქსი“ საკუთარ არენაზე უმასპინძლებს „ბრუკლინს“, ხოლო „ლეიკერსი“ „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდება.

19 ოქტომბერი: მილუოკი – ბრუკლინი, ლეიკერსი – გოლდენ სტეიტი

20 ოქტომბერი: ნიუ იორკი – ბოსტონი, ფინიქსი – დენვერი

21 ოქტომბერი: ატლანტა – დალასი, გოლდენ სტეიტი – კლიპერსი

22 ოქტომბერი: ფილადელფია – ბრუკლინი, ლეიკერსი – ფინიქსი

ნბა-მ ასევე გამოაქვეყნა საშობაო მატჩების (25 დეკემბერი) განრიგი, სადაც არ ფიგურირებს არც „დენვერი“ და შესაბამისად არც მოქმედი MVP – ნიკოლა იოკიჩი.

ნიო იორკი – ატლანტა

მილუოკი – ბოსტონი

ფინიქსი – გოლდენ სტეიტი

ლეიკერსი – ბრუკლინი

იუტა – დალასი

2008 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა, რომ ნბა-ს საშობაო მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს რეგულარული გათამაშების მოქმედი MVP.
ნბა 2021-22 წლების სეზონის სრულ კალენდარს პარასკევს გამოაქვეყნებს.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *