ლას ვეგასში დასრულდა ნბა-ს 2021 წლის საზაფხულო ლიგა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ორმა კალათბურთელმა გაიყო – „საკრამენტოს“ გამათამაშებელმა დევონ მიჩელმა და ბრუკლინის მსროლელმა – კემ ტომასმა.
22 წლის მიჩელი, ნბა-ს დრაფტზე მე-9 ნომრად აირჩია „კინგზმა“ და ამ გადაწყვეტილებამ აბსოლიტურად გაამართლა. დევონმა „საკრამენტოს“ Summer league მოაგებინა, თვითონ კი ერთნაირად კარგი იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.
მიჩელი პარკეტზე საშუალოდ 24.8 წუთს ატარებდა, რა დროის განმავლობაშიც მის ანგარიშზე 10.8 ქულა, 5.8 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო. დევონი საკმაოდ მაღალი პროცენტით ესროდა პერიმეტრიდან – 47.1%.
19 წლის ტომასი ნბა-ს დრაფტზე 27-ე ნომრად იქნა არჩეული. კემმა თავისი სნაიპერული თვისებები იდეალურად წარმოაჩინა და საზაფხულო ლიგის ბომბარდირი გახდა.
„ბრუკლინის“ კალათბურთელი პარკეტზე საშუალოდ 28.8 წუთს ატარებდა, რა დროის განმავლობაშიც მის ანგარიშზე 27 ქულა იყო.
კემმა თამაშიდან ნასროლი ბურთების 42.3% ჩააგდო, პერიმეტრიდან – 36%, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან – 84.6%.
ნბა-ს საზაფხულო ლიგის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება
ჯალენ ჯონსონი (ატლანტა)
დევონ მიჩელი (საკრამენტო)
ტრეი მერფი (ნიუ ორლეანი)
პეიტონ პრიჩარდი (ბოსტონი)
ჯალენ სმიტი (ფინიქსი)
კამ ტომასი (ბრუკლინი)
ობი ტოპინი (ნიუ იორკი)