დღეს გამთენიისას, ნბა-ში სატრანსფერო ბაზარი გაიხსნა და არაერთი საინტერესო ტრიდი განხორციელდა.
„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ერთბაშად 4 კალათბურთელი დაიმატა – უკანახაზელები კენტ ბეიზმორი და ვეინ ელინგტონი, ფორვარდი ტრევორ არიზა და ცენტრი დუვაიტ ჰოვარდი.
„მაიამიმ“ დიდი ხნის ოცნება აისრულა და „ტორონტოდან“ კაილ კაური გადმოიყვანა, სანაცვლოდ კი კანადური კლუბისკენ გაუშვა პრეციუს აჩიუვა და გორან დრაგიჩი.
ლაურიმ „ჰიტთან“ 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რა დროის განმავლობაშიც იგი 90 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
„მაიამიმ“ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად კონტრაქტი 4 წლით გაუხარნგრძლივა დანკან რობინსონს და ჯიმი ბატლერს, დანკანი 90 მილიონს გამოიმუშავებს, ხოლო ჯიმი 184-ს.
„ჩიკაგომ“ ტომაშ სატორანსკი, გარეტ ტემპლი და მეორე რაუნდის პიკი გააგზავნა „ნიუ ორლეანში, სანაცვლოდ კი „პელიკასნიდან“ ლონზო ბოლი მიიღო( 4 წელი, 85 მილიონი დოლარი).
„ბულზმა“ 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა „ლეიკერსის“ ყოფილ მოთამაშე ალექს კარუზოს, რომელიც 4 სეზონის განმავლობაში ჯამში 37 მილიონს მიიღებს.
„პელიკანსმა“ სატორანსკის გაშვების შემდეგ დევონტე გრეჰემი გაიფორმა, რომლიც 4 წელიწადში 47 მილიონს გამოიმუშავებს.
„ნიუ იორკ ნიქსმა“ 4 წლიანი კონტრაქტით დაიმატა ფრანგი გამთამაშებელი ევან ფურნიე (78 მილიონი). „ნიკერბოკერებმა“ კონტრაქები გაუხანგრძლივეს დერიკ როუზს, ალექს ბარქსს და ნერლენს ნოელს.
კრის პოლმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა თანამშრომლობა „ფინიქსთან“ – CP3 მომდევნო 4 სეზონის განმავლობაში 120 მილიონს მიიღებს.
გაკვირვებას იწვევს ჯარეტ ალენის გაფორმებული კონტრაქტი „კლივლენდთან“ – 4 წელი, 100 მილიონი დოლარი.
„ოკლაჰომამა“ შეინარჩუნა საკუთარი ლიდერი – შაი გილიჯეს ალექსანდერი, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 172 მილიონს მიიღებს.
„ატლანტა ჰოუქსი“ არ ჩქარობს კონტრაქტის გახანგრძლივებას მძიმე ფორვარდ – ჯონ კოლინზთან, სამაგიეროდ 5 წლიანი კონტრაქტით გუნდში დატოვა ტრე იანგი (207 მილიონი).