ნბა-ში ტრანსფერები გრძელდება, რიკი რუბიო „კლივლენდში“

ნბა-ში სატრანსფერო ციებ – ცხელება გრძელდება. გასული 24 საათის განმავლობაში გუნდებმა არაერთი საინტერესო ტრეიდი განახორციელეს და გააძლიერეს საკთარი შემადგენლობა.

null

„ლეიკერსმა“ თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე კარმელო ენტონი დაიმატა. მხარეები 1 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

ლოს ანჯელესურმა გუნდმა წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები მალიკ მონკთან, რომელიც მომდევნო სეზონიდან ლებრონ ჯეიმსის თანაგუნდელი გახდება.

„ლეიკერსი“ გაჩერებას არ აპირებს – გამთამაშებლის პოზიცია კენდრიკ ნანით შეავსო. მხარეები 2 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რა დროის განმავლობაშიც ნანი 10 მილიონს გამოიმუშავებს.

null

„სან ანტონიო“-მ გადაწყვიტა სერიოზული რეორგანიზაცია ჩაატაროს გუნდში და გაახალგაზრდავოს შემადგენლობა. „სპურსმა“ აღარ გაუგრძელა კონტრაქტი თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე პატრიკ მილსს, რომელმაც ახალი გუნდი იპოვა – „ბრუკლინი“. ავსტრალიელი გამთამაშებელი 2 წლის განმავლობაშ 12 მილიონს მიიღებს.

„სან ანტონიო“ დატოვა კიდევ ერთმა ვეტერანმა – რუდი გეიმ, რომელიც მომდევნო სეზონიდან „იუტას“ მაისურით ითამაშებს. (2 წელი, 12,1 მილიონი)

უახლოეს საათებში ოფიციალური გახდება დემარ დეროუზანის ტრეიდი „ჩიკაგოში“. „სპურსი“ სანაცვლოდ თადეუშ იანგს, ალფარუქ ამინუს, 2025 წლის დრაფტის პირველი რაუნდის პიკს და მეორე რაუნდის 2 პიკს მიიღებს (2022, 2025).

null

„მინესოტამ“ რიკი რუბიო „კლივლენდში“ გაუშვა, სანაცვლოდ კი „კავალიერზისგან“ ტორინ პრინსი, 2022 წლის მეორე რაუნდის პიკი და ფულადი კომპენსაცია მიიღო.

როდნი ჰუდმა წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები „მილუოკისთან“ და მომდევნო სეზონში ნბა-ს მოქმედ ჩეპიონებში ითამაშებს.

null

თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ანდრე დრამონდმა 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა „ფილადელფიასთან“, სადაც ის ჯოელ ემბიდის შემცვლელი იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *