“ნგანუმ იცის, რომ მე შემიძლია მის ძალასთან გამკლავება” – სირილ განი

2022 წლის პირველი PPV ივენთის მთავარი ბრძოლა მძიმე წონის საჩემპიონო დაპირისპირება იქნება. 23 იანვარს, ფრენსის ნგანუ საჩემპიონო ქამარს დროებით ჩემპიონის, სირილ განის წინააღმდეგ დაიცავს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახლო წარსულში, ნგანუ და განი ერთმანეთის სპარინგ პარტნიორები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთი შესწავლილი ჰყავთ – ეს კი ბრძოლას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

საინტერესო რამ მოხდა UFC 268-ზე, როცა კულისებში ფრენსის ნგანუ და სირილ განი გადაიკვეთნენ. ნგანუმ განს გვერდით ჩაუარა, თუმცა მიუხედავად ძველი მეგობრობისა, არც კი შეიმჩნია და გზა განაგრძო. ვიდეოში კარგად ჩანს განის გაკვირვებული გამომეტყველება. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ნგანუ თავიდან ბოლომდე ბრძოლაზეა ორიენტირებული და წარსული ურთიერთობები არ აინტერესებს. ფრენსისისთვის ეს პირველი ქამრის დაცვა იქნება.

BT Sport-თან საუბრისას, განმა ნგანუსთან ბრძოლაზე ისაუბრა:

“ვფიქრობ, ფრენსისმა ბოლო წლებში ძალიან დიდი შრომა ჩადო და განვითარდა. ის უფრო ჭკვიანი და მრავალმხრივი გახდა, ეს დიდებულია. ეს მისთვის კარგია, რადგან მან იცის, რომ მე შემიძლია მის ძალას გავუმკლავდე. ასე რომ ჩემთან ჭკვიანურად ბრძოლა დასჭირდება.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *