ნგანუ ირწმუნება, რომ განი სპარინგზე დაანოკდაუნა – განი უარყოფს [VIDEO]

UFC 270-მდე 2 დღეზე ნაკლები რჩება. ივენთის მთავარი ბრძოლა მძიმე წონის საჩემპიონო დაპირისპირება იქნება – ფრენსის ნგანუ ტიტულს პირველად სირილ განის წინააღმდეგ დაიცავს. ამ დაპირისპირებაში აღსანიშნავია ის, რომ ნგანუ და განი, წლების წინ სპარინგ პარტნიორები იყვნენ, მალე კი ოქტაგონზე ერთმანეთის პირისპირ დადგებიან.

მედია დღის პრესკონფერენციაზე, ნგანუმ თქვა, რომ სპარინგის დროს განი დაანოკდაუნა. თუმცა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე, სადაც უკვე სირილ განიც იმყოფებოდა, ამ უკანასკნელმა საპირისპიროს მტკიცება დაიწყო.

განი – ფრესნსის, შეგიძლია ეს სიტყვები გაიმეორო?
ნგანუ -შენ ძირს დაეცი და შემდეგ დატოვე ვარჯიში.
განი – შეგიძლია ზუსტად აღწერო რა მოხდა?
ნგანუ – რა იყო, აღარ გახსოვს? მარცხენა ფეხი თავში.
განი – და შენ მე გამანოკდაუნე?
ნგანუ – მიწაზე დაეცი. შენ დანოკდაუნდი, ასე რომ არ გემახსოვრება.
განი – არა, ეს არ არის სიმართლე. მე მართლაც მომარტყა ულამაზესი ჰაი ქიქი მან, მაგრამ ნგანუს პრობლემა ისაა, რომ მას არ უყვარს ტექნიკური სპარინგები, ის ძალაზეა კონცენტრირებული. გულწრფელი ვიქნები, მაგ დარტმით მატკინე, მაგრამ არ დაგინოკდაუნებივარ.
ნგანუ – შენ არ დაეცი მაგ დარტმის შემდეგ? გულწრფელად თქვი. საიდან მოგაქვს რომ ტექნიკური სპარინგი არ შემიძლია, მე მსუბუქ წონებს ვესპარინგები, ქალებს ვესპარინგები.
განი – შენ მე პატივს არ მცემ, ხალხის წინ იტყუები. თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი.
ნგანუ – კადრები არ მაქვს, ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ვიცი რომ სადაღაც არსებობს ჩანაწერი.

Leave a comment

Your email address will not be published.