“ნებისმიერ დროს დამირეკეთ. მე მზად ვარ” – მერაბ დვალიშვილმა სასურველი მეტოქე დაასახელა

UFC 266-ზე საოცარი ქამბექის და გამარჯვების შემდეგ, ქართველ მებრძოლს UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოუგროვდა.

ბრძოლის შემდგომ, დენიელ კორმიესთან ინტერვიუში მან მომდევნო მეტოქე დაასახელა.

“მე საუკეთესოებთან ერთად ვვარჯიშობ. სწორედ ამიტომ ვარ აქ. ზედიზედ მეშვიდე. მტკიოდა. ყველას ტკივა. მე მებრძოლი ვარ. მსაჯს ვუთხარი, თუ რამე მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩერე ბრძოლა თუ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.”

“ბიჭები მითხარით, ვინ უნდა მყავდეს შემდეგ მეტოქედ? ნებისმიერ დროს დამიკავშირდით, მე ყოველთვის მზად ვარ.”

მერაბ დვალიშვილი ამ საუბარში შონ ომალის გულისხმობდა, რომელიც რამდენჯერმე უკვე გამოიწვია, მაგრამ დადებითი პასუხი ჯერ არ მიუღია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *