ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში, პარკ დე ფრანსზე პსჟ-მ რეალი (1:0) დაამარცხა. პარიზელთა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ დიდებულად ითამაშა და ბურთი ფრანგული გუნდის რომ იყო, სწორედ მისი დამსახურებაა. მატჩის შემდეგ, მასზე კომენტარი ნეიმარმა გააკეთა:
“ვიცოდი, რომ ვერატი მშვენიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისი დიდებულება გააზრებული არ მქონდა. გენიოსია.
ის ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველია, რომლის გვერდითაც მითამაშია, მე კი ხავისთან და ინიესტასთან ერთად ვთამაშობდი,” – თქვა ნეიმარმა