ნეიმარი: მეტი რა გავაკეთო, რომ პატივს მცემდეთ?..

ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში 69-ე გოლი გაიტანა… ეს პერუსთან შესარჩევში (2:0). ბრაზილიელი ვარსკვლავი შეწუხებულია, პუბლიკა სათაადოდ არ მაფასებსო.

„რა თქმა უნდა, გუნდი მთავარია, მაგრამ გახარებული ვარ იმით, რომ შესარჩევ ეტაპებში ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. ამასთან, საუკეთესო ასისტენტიც ვარ. დიდი პატივი იქნება, თუ პელეს გავუსწრებ ყველა დროის მეგოლეებში. თუ ყველაფერი გეგმით წარიმართება, ამას მოვახერხებ.

…არ ვიცი, კიდევ რა უნდა გავაკეთო, რომ ხალხი პატივს მცემდეს?! ამას ვამბობ რეპორტიორებზე, კომენტატორებზე, სხვებზეც. ზოგჯერ ინტერვიუ არც მინდა, მაგრამ მაინც ვთანხმდები, რადგან ასეა საჭირო“ (GLOBO TV)

პელეს ნაკრებში 77 გოლი აქვს გატანილი. ასე რომ, ნეიმარს ბევრიც არ უკლია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *