დღეს, 14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ფრანგთა ლიდერმა ნეიმარმა ისაუბრა.
“მესმის კრიტიკა, მაგრამ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ფორმის შენარჩუნებას ვაგრძელებ და სეზონის ბოლომდე ასე იქნება. გუნდი მენდობა, რაც ძალიან სასიხარულოა. რაც შეეხება ბაიერნთან მატჩს, უდავოდ რთული შეხვედრა გველის. შევეცდებით პსჟ-ს საუკეთესო ფორმა ვაჩვენოთ.” – ციტირებს ფაბრიციო რომანო ნეიმარის სიტყვებს.
ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი სწორედ დღეს პარიზში გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 9 მარტს მიუნხენში.