ნეიმარი: 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ალბათ ბოლო იქნება

2022 წელს ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. მოახლოებული მუნდიალი ნეიმარისთვის შესაძლოა ბოლო იყოს. ამ თემაზე თავად ბრაზილიელმა განაცხადა.

“ვფიქრობ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო იქნება. არ ვიცი რამდენად მეყოფა გონებრივი ძალა იმისთვის, რომ მაღალ დონეზე კიდევ დიდხანს ვითამაშო. 

მე მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის, რომ ოცნება ავიხდინო და სანუკვარი ტიტული მოვიგო. ვიმედოვნებ 2022 წელს ოცნებას ავისრულებ.”-განაცხადა ნეიმარიმა.

ბრაზილიელი მეგავარსკვლავი ეროვნულ გუნდში 2010 წლიდან თამაშობს. 126 მატჩი ნეიმარმა 76 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *